თეგებით ძიება

"ილია მეორემ დააზიანა უძველესი მოოქროვილი ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრა-გვირგვინი" - რა ფოტოს აქვეყნებს დეკანოზი, ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ უძველესი მოოქროვილი ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრა-გვირგვინი დააზიანა.

"ილია მეორემ დააზიანა უძველესი მოოქროვილი ვერცხლის საკათოლიკოსო მიტრა-გვირგვინი: ტახტოსანი მაცხოვრის რელიეფური ხატის მარცხნივ გამოსახული მოციქული ფეხს ქვემოთ ახლა გატეხილია გვირგვინის სარტყელი, არადა ადრე სრულიად უნაკლო იყო, იხილეთ ეფრემ მეორის ფოტო და თავად ილია მეორის ინტრონიზაციის ფოტო (25.12.1977).

ასევე: ეს მიტრა-გვირგვინი იყო დიდი ზომის, რათა ყველა კათოლიკოსს დაეფარებინა თავზე, მიუხედავად თავისქალის ინდივიდუალური ზომისა, გვირგვინს შიგნიდან ჰქონდა სარჩული გამოკერებული, რომელიც კისრის თავზე იკვროდა ზონარით და მაგრდებოდა თავზე მყარად, რომ არ გადმოვარდნილიყო თავის დახრის შემთხევაში. ილია მეორემ პატრიარქობის პირველივე წლებში დააპატარავებინა გვირგვინი, იხილეთ მესამე ფოტო და შეადარწთ მეორე ფოტოს, ანუ 1977 წლის 25 დეკემბრის ინტრონიზაციის ფოტოს, სადაც გვირგვინი დიდიც აქვს და შიგ გამოკრული მოცისფრო ფერის სარჩულიც კარგად სჩანს. მესამე და მეოთხე ფოტოზე კი გვირგვინი უკვე მჭიდროდ აქვს თავზე შემოჭერილი.

ბუნებრივია, 45 წლის ასაკის მერე თავი აღარ გაეზრდებოდა კათოლიკოს ილიას, ანუ მიტრა-გვირგვინია დაპატარავებული მისი თავის ზომის მიხედვით. ის რაც არცერთმა კათოლიკოსმა არ იკადრა, ილია მეორემ იკადრა და ჩაიდინა. პლუს, ეტყობა დაუვარდათ და გატეხილია ძირი. მიტრის უკანა მხარეც დასათვალიერებელია. ეს უნიკალური, ისტორიული საკათოლიკოსო გვირგვინი (მიტრა) ოქრომჭედლობის მკვლევარ ხელოვნებათმცოდნეთა მიერ არაა შესწავლილი და არც სათანადოდ ფოტოფიქსაცია არ მომხდარა. შესაძლოა შიგნიდან საკტიტორო წარწერაც ჰქონდეს. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით ჭედურობა სტილისტურად მე-17 საუკუნის უნდა იყოს", - წერს ილია ჭიღლაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა