რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება - რას ამბობს ჯოზეფ ბორელი?
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.
„გუშინ უკრაინის ქალაქებზე კიდევ ერთი რუსული სარაკეტო თავდასხმა მოდა. რუსეთის არაადამიანური აგრესიის პირდაპირი სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ამ დანაშაულების დაუსჯელობა არ დარჩება“, - დაწერა მან Twitter-ზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.