თეგებით ძიება

ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს - რას ამბობს გიული ალასანია?

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს. ამის შესახებ გიული ალასანიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ დასწყვიტა გული და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად იმ უმცირესობას ვეკუთვნი, რომლებსაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ძალიან ბევრ აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.

უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ჩემი შვილი ხელმძღვანელობს და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“, - განაცხადა ალასანიამ.


შეგახსენებთ, მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა