თეგებით ძიება

ნიგერიაში კათოლიკე მღვდელი ცოცხლად დაწვეს

ნიგერიაში, ჩრდილოეთით ნიგერიელი კათოლიკე მღვდლის რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს, სადაც სასულიერო პირი ცოცხლად დაიწვა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

პოლიციის სპიკერის, ვასიუ აბიოდუნის ინფორმაციით, ბანდიტებმა მეუფე ისააკ აჩი ნიგერის შტატის პაიკოროს რაიონში მას შემდეგ მოკლეს, რაც მის სახლში ვერ შეიჭრნენ და ამის ნაცვლად რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს.

"ბანდიტები ცდილობდნენ რეზიდენციაში შესვლას, რაც რთული ჩანდა, ამიტომ მათ რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს და კათოლიკე მღვდელი დაწვეს“, - აცხადებს ვასიუ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა