ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ფილარმონიიდან გამოასვენებენ - სად დაკრძალავენ მსახიობს?
ვახტანტ (ბუბა) კიკაბიძეს ხუთშაბათს, 19 იანვარს ფილარმონიიდან გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდი დაკრძალავენ.
ამასთან, სად გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ჯერ უცნობია.
ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.
ბუბა კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო.
დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და წმინდა გიორგის ორდენებით. იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.
2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. იყო უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვანა.