თეგებით ძიება

"ბუბა იყო "ნაცების“ პირველი ნომერი, მაგრამ არავის აღუნიშნავს მისი პოლიტიკური შეხედულება" - რას წერს გური სულთანიშვილი?

ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

"ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა და ვუსამძიმრებ მთლიან საქართველოს, იმიტომ რომ ბუბა იყო იკონური წარმომადგენელი ქართული კულტურის.
აქვე, ერთი საინტერესო დაკვირვება მინდა შემოგთავაზოთ. ბუბა იყო ნაცების პირველი ნომერი, მაგრამ უკლებლივ ყველა ქოცი, იქნება ეს თანამდებობის პირი, თუ უშუალოდ ამომრჩეველი, აბსოლუტურად არავის არ აღუნიშნავს ბუბას პოლიტიკური შეხედულება და წერს და ამბობს მხოლოდ კარგს, უსამძიმრებს და განიცდის..
ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა 1 წლის წინ. მახსოვს პირიქითა ბაბლმა, ანუ ნაც ლიბერალებმა გამოკვეთილად ლანძღეს, "ძაღლი მიაკვდა სულში" და მრავალი ასეთი საზიზღრობა. მეტიც, თავისი ბაბლი დააშინეს, თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, ან მწუხარებას გამოხატავდი, მაგაზეც გაბულინგებდნენ და გამუნათებდნენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბ.ნი რეზი იყო გამოკვეთილად ანტინაცი, ანტილიბერალი და ამავე დროს უნიჭიერესი პოეტი, მე ვიტყოდი უდიდესიც..

მე მგონია ესაა ის კულტურული ლოგიკა, რაც განახხვავებს ნაცს და ქოცს. ესაა კონცეპტუალური სხვაობა ნაცსა და ქოცს შორის, ადამიანურ პოლიტიკასა და სექტანტურ პოლიტიკას შორის...", - წერს ფილოსოფოსი.

შეგახსენებთ, ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა