"ბუბა კიკაბიძე იყო უკრაინის დიდი მეგობარი" - ალექსეი არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
"გუშინ თბილისში 84 წლის ასაკში ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.
ის იყო უკრაინის დიდი მეგობარი და უდიდესი ხელოვანი, ადამიანი უზარმაზარი სულითა და დიდი პირადი სამოქალაქო გამბედაობით, რომელსაც არასდროს ეშინოდა, რომ ყველაფრისთვის მათი შესაბამისი სახელები ეწოდებინა.
ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს“, - წერს არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.
- Вчера в Тбилиси на 85-м году жизни умер Вахтанг Кикабидзе.
Большой друг Украины и великий артист, человек с огромной душой и большого личного гражданского мужества, который никогда не боялся назвать вещи своими именами.
- Царствие Небесное Человеку. pic.twitter.com/dRXevKWZzM— Arestovych (@arestovych) January 16, 2023