თეგებით ძიება

"ბერძენიშვილის ამბავი იმითაა საინტერესო, რომ შეიძლება, ყველა პატარა უპრინციპობა დიდ პრობლემად იქცეს" - რას წერს ანდრო ბარნოვი ლევან ბერძენიშვილზე?

ყოფილი გუბერნატორი, მეღვინე ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოს, ლევან ბერძენიშვილის ამბავი იმითაა საინტერესო, რომ შეიძლება, ყველა პატარა უპრინციპობა დიდ პრობლემად იქცეს.

"ზოგი ჩემი მეგობარი ამბობს, ლევან ბერძენიშვილი ღირსიაო. არ ვეთანხმები. არ შეიძლება, აქცენტი კონკრეტული პირის მიმართ შურისძიებაზე გვქონდეს.
თუ ადამიანს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, ის ვერანაირი შურისძიების თუ სხვა მორალურ-ფიზიკური ზიანის "ღირსი" ვერ იქნება. ჩვენ, როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს, მხოლოდ ის გვევალება, რომ უდანაშაულოები დავიცვათ, ხოლო დამნაშავეები კანონის შესაბამისად დავსაჯოთ.

ამის მიუხედავად, მორალური დამუნათება ყოველთვის სწორად მიმაჩნია და აქ მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ლევანს საარაკო ამბავი დაემართა. ზუსტად ის ბუსუსიანი პრეზერვატივები დახვდა (თუ დახვდნენ) წინ, რომელიც თავის დროზე ძალიან კონფორმისტულად თავად გვიფრიალა ცხვირწინ. წინ დახვდა, ასევე, ის შპანა და კრიმინალი, რომელიც, მისი ადრინდელი "სწავლებით", ყველა სახელმწიფოში არსებობს და ეს ნორმალურია, თურმე...

კონფორმიზმი ცუდია. ყველას მიერ და ყველა სიტუაციაში. ბერძენიშვილის ამბავი ამითაა საინტერესო, რომ ყველამ დავინახოთ და დავიმახსოვროთ, რომ ყველა პატარა უპრინციპობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს და პირადად ჩვენ დაგვიბრუნდეს ძალიან მახინჯი ფორმით.

შეგვიძლია იმასაც დავუკვირდეთ, რომ ჩვენი შურისძიება საჭირო არაა. ცხადად ქცეული ლანდები ავტორებს დაყვებიან და თავად მიუზღავენ, რაც მისაზღავია.
ჩვენ კი ვისწავლოთ შეცდომების მიტევება და კანონით აზროვნება. და ყოველთვის ყველა დავიცვათ, ასე ჯობია", - წერს ბარნოვი.

ცნობისთვის, 15 იანვარს ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრთან ინციდენტი მოხდა - ფილოლოგი და პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, ცენტრთან არ მიუშვეს.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა