თეგებით ძიება
16. 01. 2023 News-ები

ხმაური და დაპირისპირება - სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე, 6 მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს: დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.

პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯლი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა