რუსეთის შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ შენობებს თავს არ ესხმიან - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი?
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსები სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმიან.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ესხმიან საცხოვრებელ შენობებს ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ისინი ურტყამს სამხედრო ობიექტებს. თქვენ თავად ნახეთ უკრაინული მხარის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს ტრაგედია საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგი იყო“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსებმა 14 იანვარს დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს „X-22“ რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა 30 ადამიანი.