თეგებით ძიება

უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში - "გირჩი - მეტი თავისუფლება" პოლიტსაბჭოში ხელოვნურ ინტელექტს ამატებს

უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში - პოლიტიკური პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" პოლიტსაბჭოში ხელოვნურ ინტელექტს ამატებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, "გირჩი - მეტი თავისუფლების” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, წესდებით განსაზღვრულ პოლიტსაბჭოს 9 წევრს, დაამატოს ხელოვნური ინტელექტი - ChatGPT-ს სახით.

”ხელოვნური ინტელექტის სულ უფრო მზარდი გამოყენება გარდაუვალია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რატომ არა პოლიტიკაშიც?

აღსანიშნია, რომ ჩვენ პირველი პარტია ვართ მსოფლიოში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შიდა პარტიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფორმალური ხასიათი მისცა” - აცხადებენ პარტიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა