თბილისში, მაღაზიაში არასრულწლოვანები შეიჭრნენ - რა მოხდა ვარკეთილში?
თბილისში, ვარკეთილში ორი ნაბიჯის მაღაზია გაქურდეს.
როგორც ცნობილია, მაღაზიაში არასრულწლოვანები შეიჭრნენ. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ რამდენიმე პირმა მაღაზიის კარი ჩაამტვრია.
უცნობია, რა წაიღეს ადგილიდან. ამასთან, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.