სხეულის 50%-მდე დამწვარი აქვს - გელათის ტაძრის წინამძღვარი რეანიმაციაში გადაიყვანეს
გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა. მამა, იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მამა იოსებ ბურჯანაძეს სხეულის 50% დამწვარი აქვს.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა კელიაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
"მეგობრებო და ჯგუფის წევრებო, გაავრცელეთ მაქსიმალურად.
გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე იმყოფება რეანიმაციაში. კელიაში გასჩენია ხანძარი და მიიღო სხეულის მძიმე დამწვრობა. როგორც დედაომ მითხრა ხელოვნურად არის დაძინებული და მკურნალობენ. გთხოვთ მაქსიმალურად სთხოვოთ სასულიერო პირებს, რომ მოიხსენიონ სნეულებასა და განსაცდელში მყოფი არქიმანდრიტი იოსები ( ბურჯანაძე ) ღმერთმა შეიწიროს და შეისმინოს თქვენი ლოცვები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო - "პრაიმტაიმი"