"ჩვენთვის ყველაზე ბნელი არის არა სინათლის გარეშე, არამედ თავისუფლების გარეშე ყოფნის დრო" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელი ხალხისთვის უპირველესი ღირებულება თავისუფლებაა.
"დღეს, რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი. ასეთი ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი კი დამარცხება იქნება. ეს ტერორი გახდა მტკიცებულება მათი სისუსტის და ტესტი ჩვენი გამძლეობისთვის. ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა სინათლის გარეშე, არამედ თავისუფლების გარეშე ყოფნის დრო", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.