თეგებით ძიება

საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა,სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ - ნიკა მელია

15 იანვარს ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრთან ინციდენტი მოხდა - ფილოლოგი და პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, ცენტრთან არ მიუშვეს.

ამის გამო ორგანიზატორებს, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

მისი თქმით, ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა.

"წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა,სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ“, - აცხადებს ნიკა მელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა