თეგებით ძიება

შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგობარეობის შესახებ საუბრობს.

"ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა! ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ, მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით.

ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მოვუწოდებთ მთავრობას: პატივი სცეს როგორც ყველა პატიმრის, ასევე სააკაშვილის უფლებებს.

შეშფოთებულები ვართ და ვიმედოვნებთ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა