თეგებით ძიება

რას წერს აკა სინჯიკაშვილი ბავშვებზე, რომელთა დედა ჩვილის სიკვდილის გამო გარდაიცვალა

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უჯარმაში ობლად დარჩენილ ბავშვებს ყველაფერი ჩაუტანეს, რაც სჭირდებოდათ.

"ბევრმა დამირეკეთ ამ ამბავზე, ალბათ ყველამ ნახეთ და დღეს ვიყავით ჩასული უჯარმაში.
მოყოლა არ უნდა, ისეთი საშინელი ამბავია დატრიალებული.

შეგროვება არ დასჭირდა, ისედაც გვქონდა საკმარისი ფული და უბრალოდ გეტყვით ამბავს.
ობლად დარჩენილ ბავშვებს ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც სჭირდებათ.
ზაფხულამდე სამყოფი პროდუქტები, საოჯახო ტექნიკა, ერთი წლის გადასახადები, გამათბობელი. ექნებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები და წიგნები.
ბავშვების სახელზე ოჯახს გადავეცით 5000 ლარი, საჭიროებებისთვის.
ბებოს ჩამოვიყვანთ კლინიკაში და ექიმი გასინჯავს.
ამხელა ტრაგედიას არაფერი ეშველება, მაგრამ ყველამ ერთად შევუმსუბუქეთ ცხოვრება.
მადლობა ყველას, ყურადღებისთვის და ობლების გვერდით დგომისთვის", - წერს სინჯიკაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა