თეგებით ძიება

ბუბა კიკაბიძის სახელობის ფესტივალი დაწესდება - პროდიუსერი

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერმა, სოსო აბზიანიძემ განაცხადა, რომ ბუბას კიკაბიძის 85 წლის საიუბილეო კონცერტი 19 ივლისს გაიმართება და დაწესდება ბუბას სახელობის ფესტივალი. ამის შესახებ აბზიანიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბუბას 85 წელის უსრულდებოდა და უნდა აღგვენიშნა, რა თქმა უნდა ჩამოდიოდნენ ძალიან ცნობილი მომღერლები. ყოველ წლიურად ვაკეთებდით ამ იუბილეს მაგრამ 85 განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ალა მოდიოდა, გალკინი მოდიოდა საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი. მინდა ერთი ინფორმაცია განვაცხადო ეს ჩატარდება, ბუბას კონცერტი 19 ივლისს და იქნება ყოველწლიური ფესტივალი ბუბას სახელობის, ეს უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ ბუბას სახელს არასოდეს არ დავკარგავთ, ის იქნება ყოველთვის ჩვენთან. ახლა ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, დელეგაციები ჩამოდიან, ისინი ბუბას მოეფერებიან და ბოლო გზაზე გააცილებენ“,- განაცხადა აბზიანიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა