უკრაინის რადას დეპუტატები ოლექსი არესტოვიჩის გადაყენებას ითხოვენ
უკრაინის რადას დეპუტატები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. დეპუტატებმა უკვე მიმართეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს.
"დროა არესტოვიჩი გადადგეს! ჩვენ, რადას სხვა დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გადაყენებას. არესტოვიჩის წარმოდგენები დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გამო დანგრევის შესახებ სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს", - განაცხადა რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.
ცნობისთვის, 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.