თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლოს ჩაერთოს - გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი მზად არის, ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„სასამართლოსთან დაკავშირებით, მზად არის, რომ ჩაერთოს.. ამბობს, რომ მზად არის. ჩემი აზრია, რომ ჯანმრთელობა არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას. არ ვიცი, ექიმების აზრი იქნება გადამწყვეტი, რა თქმა უნდა“ , - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობაა“.

„წონის კლება ისევ გრძელდება. სიცხე მერამდენე თვეა აქვს რეგულარულად“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა