თეგებით ძიება

ჩემი მშვენიერი პარტნიორი წავიდა - როგორ ემშვიდობება "ლარისა ივანოვნა" ბუბა კიკაბიძეს?

კინომსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება მსახიობი, ელენა პროკლოვა, რომელმაც ქართველ კოლეგასთან ფილმში "მიმინო" ლარისა ივანოვნას როლი ითამაშა.

"რია ნოვოსტისთან" საუბარში, რუსი მსახიობი სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ამბობს, რომ ვახტანგ კიკაბიძესთან მუშაობა ადვილი იყო.

„ვახტანგ კიკაბიძე მომღერალი და შესანიშნავი მსახიობი იყო, ვისთანაც ადვილი იყო მუშაობა. ჩემთვის არა მხოლოდ მშვენიერი მსახიობი, მომღერალი წავიდა, პირველ რიგში, ჩემი მშვენიერი პარტნიორი წავიდა, მსახიობი, ვისთანაც ასე ადვილი იყო მუშაობა.

ვგლოვობ მის მთელ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ვფიქრობ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებს დიდ ადგილს ხალხის გულებში, როგორც მომღერალი, როგორც მშვენიერი მსახიობი და როგორც მშვენიერი ადამიანი“, - განაცხადა მსახიობმა.

პროკლოვამ აღნიშნა, რომ მისთვის ფილმ „მიმინოში“ კიკაბიძესთან მუშაობა იყო „რა თქმა უნდა, საქართველო, კარგი ხალხი, ქეიფი“. ის ამ დროს იხსენებს "მხოლოდ დიდი მადლიერებითა და სიხარულით".

შეგახსენებთ, რომ კინომსახიობი, ესტრადის მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, კომპოზიტორი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში 14 იანვარს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა