თეგებით ძიება

"ბევრად უფრო გულწრფელი გამხადა და ბევრ მონათესავე სულს, შემახვედრა..." - რას ამბობს კოსტა სანიკიძე?

რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის ფინალისტი, კოსტა სანიკიძე განმარტავს, თუ რა შეცვალა პროექტმა მის ცხოვრებაში.

"2 კვირა გავიდა, რაც „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. პროექტმა ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია უკეთესობისკენ, რაც ძალიან მაგარია. ბევრად უფრო გამივსო ეკიპაჟი, ბევრ მონათესავე სულს, მოკავშირეს შემახვედრა. მთელი ჩემი შემოქმედება, რომელიც არის ხალხზე დამოკიდებული, ეს საზოგადოება ბევრად უფრო გამიზარდა.

საინტერესო გამოცდილებაა. ბევრად გამზარდა, კამერებთან დამხვეწა და ბევრად უფრო გულწრფელი გამხადა ამ პროექტმა. მე გირჩევდით, რომ მიიღოთ მონაწილეობა და ბევრად უფრო გაზარდოთ ეს პროექტი, გაზარდოთ და გახადოთ ბევრად უფრო გულწრფელი“, - ამბობს კოსტა სანიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა