სხეულის 44% დამწვარი აქვს, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში - ექიმი გელათის მონასტერში დაშავებულ არქიმანდრიტზე
გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა. მამა, იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის ცნობით, არქიმანდრიტს სხეულის 44% დამწვარი აქვს.
დაშავებული მამაო, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"შემოყვანილია ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დამწვრობითი შოკი, დამწვრობითი დაავადება, 44% საერთო ფართობი, ღრმა აქედან 30%, მდგომარეობა კრიტიკული, მიმდინარეობს მკურნალობა. ჯერჯერობით მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე“, - აცხადებს ექიმი, ირმა მესხი.