თეგებით ძიება

რუსეთის აგრესიას უკრაინაში, 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები", - ნათქვამია OHCHR-ის განცხადებაში.

გაეროს უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ მან დაადასტურა 7 031 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, მაგრამ თვლის, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი "საგრძნობლად მეტია", რადგან ბევრი ინფორმაცაი ჯერ დადასტურებული არაა და ასევე, ვერ ხერხდება იმ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მოკვლევა, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა