ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, ვოცნებობდი, რომ პატრიარქს დაველოცე და ეს ოცნებაც ამიხდა - რას იხსენებს ნიკოლოზ ხარატი? (ვიდეო)
მომღერალი, ნიკოლოზ ხარატი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს. ამის შესახებ ის „პოსტ ალიონის“ ეთერში საუბრობს.
"მიმიწვიეს საპატრიარქოში. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ პატრიარქს დაველოცე და ეს ოცნებაც ამიხდა. ისეთი შეგრძნება იყო, ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები, რომ ვმღეროდა. ისეთი გარემოა, არ ვიცი… დათო არჩვაძის გარეშე იქ ვერ მოვხვდებოდი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას…“, - აცხადებს მომღერალი.