თეგებით ძიება

ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა - რა გახდა მოსახლეობის შემცირების მიზეზი?

ჩინეთის მოსახლეობა 1961 წლიდან პირველად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციიას BBC წერს. ექსპერტების მტკიცებით, მოსახლეობის კლების ტენდენცია ჩინეთში მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება, რაც გასულ საუკუნეში ჯერ ე.წ. „ერთი ბავშვის პოლიტიკის“, შემდეგ კი ე.წ. „ორი ბავშვის პოლიტიკის“ შედეგია.

გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 1 411 750 000 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შეედარებით 850 ათასით ნაკლებია.

ამასთან, რეკორდულად დაეცა შობადობის ინდექსი - 6,77 მშობიარობა 1 000 ქალზე. ასევე, 2022 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რიცხვზე მაღალი იყო - პირველად 1976 წლიდან ჩინეთში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 7,37 გარდაცვალება ათას ადამიანზე (2021 წელს ეს მაჩვენებელ 7,18-ს შეადგენდა).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა