თეგებით ძიება
17. 01. 2023 მსოფლიო

ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნა - რას ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი?

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ერთადერთი გზა არის დასავლელი მოკავშირეების მიერ მეტი იარაღის გაგზავნა რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ.

„დასავლეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია ომის დასრულებაზე და არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა, გაყინული კონფლიქტი უფრო შესაფერისი იყოს ამ სიტუაციაში, რასაც მე სრულიად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, უკრაინელებისთვის საჭირო იარაღის გაგზავნა ზოგიერთი ქვეყნისთვის მთავარი დაბრკოლებაა“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა