თეგებით ძიება

ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო! არც მიშას ფერი მომეწონა, იყო აღელვებული - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს. დაცვის მხარემ შესაბამისი მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

"სასამართლოს ვეტყვით, რომ განისაზღვროს თითოეული ექსპერტის დაკითხვის დრო. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამდენი მოწმე დაიკითხოს უფრო სწრაფად. სააკაშვილთან როდესაც გახლდით, ძალიან ცუდად იყო. არც მისი ფერი მომეწონა, იყო აღელვებული, მოსმენილი ჰქონდა ხალხის ძალის განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო. მას სურვილი აქვს, რომ პროცესს დაესწროს. პროცედურულად მიმართული გვაქვს, ვნახოთ, რამდენად გადაწყვეტს ამას პენიტენციური სამსახური", - თქვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა