"სოხუმელის ხმა შუა თბილისში..." - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
პიარსპეციალისტი, თეა პერტაია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მან თბილისში გადაიღო.
"ამ 2 სიტყვასა და ერთ სასვენ ნიშანში მთელი ცხოვრებაა - ღრმა ტკივილი და დიდი იმედი, ათასობით ადამიანის ურყევი პოზიცია, განაცხადი, მოწოდება - სოხუმელის ხმა შუა თბილისში...
P.S. ეს ფოტო დღეს გადავიღე და მომავლის განწყობა განსაზღრა...", - წერს თეა პერტაია.