თეგებით ძიება

"ვინც ემიგრანტები არ ხართ, წუწუნებთ და გინდათ გაცდეთ საქართველოს, გაითვალისწინეთ..." - ემიგრანტი მომავალ ემიგრანტებს მიმართავს

აშშ-ში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ნიკა ქერქაძე იმ ადამიანებს მიმართავს რეკომენდაციით, ვისაც საქართველოს დატოვება უნდა.

"საზეპიროდ.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე -
ვინც ემიგრანტები არ ხართ, წუწუნებთ რომ არ ხართ სხვა ქვეყანაში და გინდათ გაცდეთ საქართველოს.
გაითვალისწინეთ და დაიმახსოვრეთ:
1. ის ურთიერთობები რაც მანდ გაქვთ, აქ არ გექნებათ.
2. ჩათვალეთ ხელახლა დაიბადეთ და თავიდან იწყებთ ყველაფრის შეგუებას... უამრავ დაბრკოლებას შეხვდებით როგორიცაა: ენის ბარიერი, გარემო, ურთიერთობაც კი რთულია თუ საერთო ინტერესი არ გაქვთ და ნუ მენტალიტეტიც სულ სხვაა და ნუ გაგიკვირდებათ თუ როგორ საუბრობენ, ცოტა უცნაურიც შეიძლება მოგეჩვენოთ..
3. ისე მოგენატრებათ მშობლიური ქვეყანა, რომ მონატრება მოგკლავთ... დამიჯერეთ დარწმუნებული ვარ
4. ბალანსი სწავლასა და მუშაობას შორის არის ურთულესი და სტრესული.
ასევე როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და სწავლობ სკოლაში/უნივერსიტეტში ხომ იჩენ მეგობრებს ნელ-ნელა და გადის დრო, დრო და მერე აანალიზებ რომ როცა დაბრუნდები სამშობლოში, არავინ დაგხვდება. ფიქრობ რომ შეიცვალე და თავს ისე ვერ იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. არავინ იცის თუ რა გამოიარე. გული გტკივა რადგან არიცი რომელ ქვეყანას ეკუთვნი.
ეს არის ჩვენი ცხოვრება; როგორც კი საზღვარგარეთ წასვლას გადავწყვეტთ, საბოლოოდ ვერასდროს შევეგუებით. სახლი არის სადაც მშვიდად ხარ, მშვიდობიან წარსულთან, მშვიდად აწმყოსთან.
როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ ვსწავლობ და ვმუშაობ, ვგრძნობ ტკივილს და სიყვარულს ჩემი ქვეყნის მიმართ, რომელიც არასოდეს ქრება", - წერს ნიკა წერქაძე.

\"ვინც ემიგრანტები არ ხართ, წუწუნებთ და გინდათ გაცდეთ საქართველოს, გაითვალისწინეთ...\" - ემიგრანტი მომავალ ემიგრანტებს მიმართავს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა