"ქილერმა" ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე მოკლა - რა მოხდა თურქეთში?
თურქეთში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე მოკლეს.
მოკლულის ახლობლები აცხადებენ, რომ "ქილერმა" შესაძლოა, რეზო ლორთქიფანიძე შეცდომით მოკლა.
მათივე ინფორმაციით, ქილერის რეალური სამიზნე, ასევე ქართველი "კანონიერი ქურდი" როინ უგლავა, იგივე მატევიჩი იყო, რომელიც მოკლულ რეზო ლორთქიფანიძესთან ერთ სადარბაზოში ცხოვრობდა.
ეს ვერსია მაშინ წამოიჭრა, როდესაც თურქულმა პოლიციამ ეჭვმიტანილების ვინაობა გაარკვია. ისინი რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკური ქურთები - ნაბო და რედუან მუსტაფაევები არიან.
ტრაბზონში, ორივე ქართველი "ქანონიერი ქურდი", მოკლული რეზო ლორთქიფანიძე და როინ უგულავა, მრავალსართულიან სახლში სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ. მკვლელობის დღეს, რეზო ლორთქიფანიძის მანქანით სახლიდან ორივე ერთად გავიდა. სახლში მარტო დაბრუნებულ რეზო ლორთქიფანიძეს, ჩასაფრებულმა ქილერმა ცეცხლი მგზავრის მხრიდან გაუხსნა, რომელიც სავარაუდოდ, მისი გათვლით, "მატევიჩი" უნდა ყოფილიყო.
როგორც პოლიციამ დაადგინა, მუსტაფაევები თურქეთში ორი სხვადასხვა მანქანით ბულგარეთიდან შევიდნენ. ერთი ავტომობილი სათვალთვალო კამერების არეალიდან დაფარულ ადგილას დატოვეს, მეორეთი კი "საქმეზე" წავიდნენ.
ქილერები მკვლელობის ადგილიდან 250 კმ-ში დააკავეს.