თეგებით ძიება

მის ტაილანდმა სილამაზის კონკურსზე ნარჩენებით გაფორმებული კაბა მოირგო

ტაილანდელმა მსახიობმა და მოდელმა, ანა სიუანგამ-იამმა თავისი ქვეყანა ცნობილ სილამაზის კონკურსზე, მის სამყაროზე, წარადგინა. საღამოს კაბების ჩვენებაზე მოდელმა ორიგინალური კოსტიუმი მოირგო.

სიუანგამ-იამის კაბა გაზიანი სასმელების ქილების გასახსნელებითა და სვაროვსკის თვლებით იყო გაფორმებული.

"ამ კაბის შთაგონების წყარო ჩემი ბავშვობისდროინდელი გარემო გახლდათ. მე ნარჩენების შემგროვებელ მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, ჩემი ცხოვრება კი სწორედ ნარჩენებითა და გადამუშავებადი ნივთებით იყო გარშემორტყმული", - წერს მოდელი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა