თეგებით ძიება

"მე დავწერე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება" - ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

"მე დავწერე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: - ფუნდამენტური შეცდომა, ეს იმას ნიშნავს, რომ გადადგე", - წერს არესტოვიჩი.

ოლექსი არესტოვიჩმა დნიპროზე მისი განცახდების გამო, ბოდიში მოიხადა.

ცნობისთვის, 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა