"რატომ ჟასმინი? უკეთესი იქნებოდა ,,სმეტლანა". გაცილებით უარესია, პატიმართან ახალი ცოლი შეუშვა, ბავშვი გააკეთებინო და მერე..." - რას წერს გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე?
ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ლიზა იასკოსთან შვილი გაუჩნდა.
"რატომ ჟასმინი? უკეთესი იქნებოდა ,,სმეტლანა\'\'! აი, თურმე რაზე ყოფილა ნერვებაშლილი! შენ რო პალატაში გამოგამწყვდევენ და გარეთ კიდე ფეხმძიმე ცოლი გეყოლება, სადაცაა წყლები რო უნდა დაღვაროს, როგორ ხასიათზე იქნები? ჰა, მიპასუხეთ! არ არი ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა? განა ადამიანი რო აწამო და მოკლა, მაინც და მაინც ,,დუბინკა\'\' უნდა ურტყა? განა მაინც და მაინც მაღაზიის თავზე უნდა შემოდო? მაინც და მაინც ოქროყანაში უნდა აიყვანო და დასერო?!
არა, მეგობრებო, არა!
გაცილებით უარესია, პატიმართან ახალი ცოლი შეუშვა, ბავშვი გააკეთებინო და მერე აღარც ცოლი ანახო, აღარც ბავშვი.
დიახ, როგორც ვენის კონვენციის 37-ე მუხლის 90-ე ქვეთავში წერია, ეს არის სადიზმთან გათანაბრებული ქმედება.
სხვათა შორის, ამ შემთხვევაში აღარ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი შენ გააკეთე თუ არა, როგორც ვენეციის კომისია იტყობინება, მთავარია, მამამ განაცხადოს, ჩემიაო.
ალბათ მაგისია, თორემ ამხანაგი მიხა ახლადდაბადებულ ჟასმინ იასკოს კიევის ცენტრში ძვირადღირებულ სახლ-კარს გადაუფორმებდა?
ბავშვია, ღმერთმა გაზარდოს... მაგრამ რათა ჟასმინი?!
უკეთესი იქნებოდა, მაგალითად, ,,სმეტლანა\'\'.
ან კიდე... რატომ იასკო და არა სააკაშვილი?
ავი ენები ამბობენ, ამ ეტაპზე მაგისი დრო არ არიო, ჩვენი ევროპიელი პარტნიორები დაეჭვდებიან, ამ ჩვენისას, თუ აწამებენ, თუ მოწამლულია, თუ ძალა და ღონე გამოცლილი აქვს, მა ბავშვებ რანაირადღა აკეთებსო? ეხლა სააკაშვილებს ლოღიკიდან ამოვარდნილი სიტუაცია არ აწყობთო.
არა, ახლა მაინც ხვდებით, რაზე იშლიდა პუწლუკებსა და რაზე ესვროდა მაწვნის ,,ბანკებს\'\' ექთნებსა? კაცს გარეთ ფეხმძიმე ცოლი დაუტოვეთ უპატრონოდ და თვითონ კიდე გამოამწყვდიეთ პალატაში.
ეეეეე... ეგრე სად არი?
გეუბნებით, დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში ირღვევა არა მხოლოდ ბავშვთა და ქალთა უფლებები, ამავე დროს კაცთა უფლებებიც. მართალია, სააკაშვილი კაცი არ არი, მაგრამ ვენეციის კომისია ეგეთ საკითხებს არა სცნობს.
მერე იტყვით, რათაო... იმათა!
ისე, ხუმრობა იქით იყოს და... ეს რა ოჯახია, ეს რა ჯიშისანი არიან, საიდან მოვიდნენ, რა უნდოდათ და რა უნდათ?!
ფუუუუუუჰ!!!", - წერს ჟურნალისტი.