"ძალიან ცუდად ვარ, ჩემი მეგობარი აღარ არის" - თაკო ჩარკვიანი მანანა დოიჯაშვილზე
"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საქართველოს სახალხო არტისტის, მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
"ძალიან ცუდად ვარ, ჩემი მეგობარი , ძალიან დიდი პიროვნება დიდი პატრიოტი და მუსიკოსი , ჩემი ირმას მანანა დოიჯაშვილი აღარ არის "მშვიდობით არა, ნახვამდის", - წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, დღეს ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი, მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.