"გვყაავს ჩვენ ვინმე ეგეთი მმართველ ელიტაში, რო ბოდიში მოიხადოს, ერთი ფეხის დაცურებისთვის და მერე გადადგეს?" - რას წერს უჩა აბაშიძე?
ბლოგერი, უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის გადადგომას ეხმაურება.
"რავი, გვყაავს ჩვენ ვინმე ეგეთი მმართველ ელიტაში რო ბოდიში მოიხადოს, ერთი ფეხის დაცურებისთვის
მართლა 1000-დან 1-ხელ დაუცურდა ეგრე რო "შეცდომა" იყო მართლა
და მერე გადადგეს?
განა რამე მარა, მართლა იმენა მთავრობა კი არა უზურპატორები გვყავს ჩვენ
წასვლას რო არც განიხილავენ არასოდეს, დემოკრატია რო ისე ესმით რო უნდა მოხვიდე და დაჯდე და აღარასოდეს მოშორდე
(წინა მთავრობამაც მასე გაიგო ეგ ბოლო წლებში, ამიტო მარტო ამათ არ ვა*ვამ)", - წერს უჩა აბაშიძე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი გადადგა.
მიზეზი განცხადებაა, რომელიც 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა.