თეგებით ძიება

ცდილობენ, მიიყვანონ სიკვდილამდე - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება.

"გაჩნდა რაღაც დოკუმენტაცია, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცის და არც საქმეში დევს. ამას ვუკავშირებ აი, იმ განცხადებებს, რაც გუშინ გაკეთდა, რომელიც დღეს გაკეთდა და რომელიც ყოველდღე კეთდება. ცდილობენ, რომ მიიყვანონ ეს ადამიანი სიკვდილამდე. ამას ვუკავშირებ. ადამიანი ამბობს, რომ არის მნიშვნელოვანი, რომელიც არის სპეციალისტი ამ დარგის და აქ არის სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელია წარმოდგენილი და ყველა თავის სფეროზე აგებს პასუხს. ეს მაშინვე თქვა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ „მე ამ ოპერაციას დღეს კი არა, გუშინ გავაკეთებდი და გუშინწინო, იმდენად სერიოზულია ეს შემთხვევა", - თქვა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა