ხვიჩა კვარაცხელია დღეს, „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
"ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია „კოპა იტალიაზე“ „კრემონეზეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსი აქვს და ამის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ასევე, „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს დემე, რომელსაც ქალიშვილი შეეძინა და სპალეტიმ ამის გამო მას დასვენების დღე მისცა.
შეგახსენებთ, რომ „კოპა იტალიაზე“ „ნაპოლისა“ და „კრემონეზეს“ შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათზე გაიმართება.