პუტინი ქვეყნის ჯარს ზრდის - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ოფიციალური მოსკოვის გეგმებზე?
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების გარდა, გააძლიერებს საზღვაო, საჰაერო კოსმოსური და სტრატეგიული სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.
სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით ჯარების დაკომპლექტების, ასევე საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდის, მათ შორის რუსეთის ე.წ. „ახალ ტერიტორიებზე“, მნიშვნელობაზე და ჯარის საჭიროებების შესაბამისად სასწავლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობაზე.