თეგებით ძიება

"ნაადრევად გიხარიათ პრორუსებს! არესტოვიჩის გადადგომა თქვენ მოგებას არ ნიშნავს!" - ზურა ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არსეტოვიჩის გადადგომას ეხმაურება და რუსეთის მომხრეებს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

"ნაადრევად გიხარიათ პრორუსებს! ნერვები დაიმშვიდეთ, არესტოვიჩის გადადგომა თქვენ მოგებას არ ნიშნავს!", - წერს ზურა ბატიაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არსეტოვიჩმა გადადგომაზე განცხადება დღეს გაავრცელა.

პოსტის დატოვების მიზეზი განცხადებაა, რომელიც 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა