თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს - რას ამბობს მარიამ ჯიშკარიანი?

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დიაგნოზები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

„ძირითადი დიაგნოზები, რაც ჩვენი მხრიდან იქნა გამოტანილი, ამ ეტაპზეც, რჩება დაუზუსტებელი დემენცია. ეს დიაგნოზი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს. ამ ბრძანების შესაბამისად ფსიქიატრია ხვდება ამ ჩამონათვალში. ეს არის ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რომელიც იქნა გამოტანილი და ამ ეტაპზე, მიუხედავად ტოქსიკოლოგის დასკვნისა, ვრჩებით ამ კოდის ფარგლებში.

ინტოქსიკაციით გამოწვეული დემენციაც რჩება ამ ბრძანებაში. ინტოქსიკაციაზეც ალბათ გვექნება დრო და ვისაუბრებთ, არის აუცილებელი კიდევ სხვა კვლევები ჩატარდეს და დაზუსტდეს უნდა ნეიროტოქსიკური აგენტები. მეორე დიაგნოზს რაც შეეხება, რომელიც ასევე იქნა ჩვენ მიერ გამოტანილი, არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი", - განაცხადა ჯიშკარიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა