თეგებით ძიება

"ჩამოვედი ბელარუსში, რომ გადავსულიყავი უკრაინაში" - ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბელარუსში საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზირაქაშვილი დააკავეს.

ბელორუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ზირაქაშვილი საომრად ბელარუსის ტერიტორიის გავლით უკრაინაში საომრად გადადიოდა. აღნიშნული მარშრუტი კი, მას საქართველოში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებული ზირაქაშვილი 36 წლის არის, ის ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

ზირაქაშვილმა ბელორუსულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის ბელარუსის გავლით უკრაინაში საომრად მიდიოდა.

"მე ვიმყოფებოდი საქართველოში. უკრაინის ხელისუფლებას მივმართე მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ ევროპაში ვეღარ შევიდოდი. ჩამოვედი ბელარუსში, რომ გადავსულიყავი უკრაინაში“, - აცხადებს ზირაქაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა