თეგებით ძიება

იმედი მაქვს, ეს მორიგი პროვოკაცია არ არის ქართული ლეგიონის წინააღმდეგ - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ბელარუსში, საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე?

უკრაინაში მებრძოლი ,,ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი ბელორუსში, საქართველოს მოქალაქის, გიორგი ზირაქაშვილის დააკავებას ეხმაურება.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა უკრაინაში წამომსვლელი ხალხისთვის ხელის შემშლელ პირობებს ქმნის.

ადამიანი, რომელსაც ქართულ ლეგიონში ანკეტა შემოაქვს და მოხვედრას ცდილობს, ყველას ელაპარაკებიან რეკრუტიზაციის ცენტრიდან, აფრთხილებენ, რა გზით უნდა წამოვიდნენ.

ამ შემთხვევაში არ ვიცი, ვისთან გვაქვს საქმე. რადგან ადამიანს რომ მოემართა ქართული ლეგიონისთვის, მას აუხსნიდნენ, რომ არავიტარ შემთხვევაში ბელორუსიდან არ უნდა წამოსულიყო.

ასე რომ, ძალიან უცნაური მოვლენაა, არ ყოფილა ასე არასდროს, არავინ შემოსულა უკრაინაში ბელორუსიდან.

იმედი მაქვს, ეს მორიგი პროვოკაცია არ არის ქართული ლეგიონის წინააღმდეგ", - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

შეგახსენებთ, ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის თქმით, ის საომრად ბელორუსის გავლით უკრაინაში გადადიოდა და ეს მარშრუტი საქართველში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა