"ღმრერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, დაგიბრუნოთ ასმაგად ის სიყვარული, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე!" - ბაბი კირკიტაძის პირველი კომენტარი პროექტში გამარჯვების შემდეგ
მოღერალი, ბაბი კირკიტაძე პროექტ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული გახდა და პროექტის ფარგლებში ბინა მოიგო.
ის სოცილაურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მადლობას უხდის პროექტს, ტელეკომპანია "იმედს" და მის პარტნიორს.
"ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ამ პროექტში მონაწილეობა
ყველაზე ბრჭყვიალა, ბედნიერი, საოცარი ემოციებით და ენერგიით სავსე სამი თვე გავიარეთ ერთად !
რთულია სიტყვებს თავი მოვუყარო და გადმოვცე ჩემი განცდები
მადლობა TV Imedi-ს, პროექტის შემქმნელებს, ყველა იმ ადამიანს, სუპერ პროფესიონალებს, ვინც დაუღალავად შრომობს კადრს მიღმა
მადლობა, ამ საოცარ ბიჭს Erekle
წესიერი, ნიჭიერი, ერთგული, შრომისმოყვარე, თავისი საქმის პროფესიონალი, იშვიათი ადამიანური თვისებებით სავსე
შეუძლებელი შემაძლებინა მიყვარხარ მე შენ
მადლობა, ჩემს ოჯახს, ჩემს სამეგობროს, სანათესაოს, ჩემს ღამის შოუს გუნდს
და ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო !
პირველივე წამიდან, თქვენ მაძლევდით მოტივაციას და ძალას, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა!
თქვენი ანთებული თვალები, სიყვარულით სავსე შეტყობინებები…
ჩვენ ერთად გავიარეთ ეს პერიოდი და მადლობა რომ იყავით და ხართ ჩემთან ერთად!
თქვენთან ერთად ვიცი, ყველაფერს შევძლებ !
ღმრერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, დაგიბრუნოთ ასმაგად ის სიყვარული, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე!
უსაზღვროდ მადლიერი და ბედნიერი ვარ
მიყვარხართ ადამიანებო!", - წერს მოღერალი.