თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელზეც ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი იკითხება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„ყველა დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფებოდა, შესწავლილია დოკუმენტაცია. ძირითადი დიაგნოზები, ჩვენი კვლევებით, დასკვნის მე-8 თავშია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასე რჩება, დაუზუსტებელი დემენცია, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველში შედის როგორც დაავადება.

დაზიანებულია ცენტრალური ნერვული სისტემა, პერიფერიული ნერვული სისტემა და ზურგის ტვინის ნერვული სისტემა. ეს ყველა დიაგნოზი დასტურდება „ვივამედის“ კვლევებით. ეს დიაგნოზები არის მისი გათავისუფლების დიაგნოზები. სახსრების, ძვლების ტკივილი დაეწყო, იღებდა უამრავამ ტკივილგამაყუჩებელს და ასე მოხვდა კლინიკა „ვივამედში“. უცხოლ ექსპერტებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ენცეფალოპათია დამძიმდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევების მიმართულებით გაღრმავებული კვლევები უნდა გაგრძელდეს. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს დეტოქსიკაცია“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა