თეგებით ძიება

სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერ ქვეყანას უდრის - რას ამბობს ბექა დავითულიანი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერ ქვეყანას უდრის.

„თავიანთი ტრადიციული მეთოდებით, ერთმანეთის დისკრედიტაციის, ჩანაწერების გამოგდებით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს, ეს ქვეყანა მათი დასუსტებით გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უდრის უფრო ძლიერ ქვეყანას. სამწუხაროდ მათ ეს ფორმულა თვითონ შექმნეს თავიანთი ქმედებებით და დესტრუქციით.

თუ ისინი იქნებიან სუსტები და იმედი მაქვს ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, რაც ვიმედოვნებ, გამოიწვევს იმას, რომ მალე აღარ იარსებებენ, შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი სერიოზული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის. როდესაც გარეთ ყველას იმუნიტეტი გამოუმუშავდა მათი დესტრუქციის მიმართ, ახლა შიგნით დაიწყო ამ პარტიამ თავისი თავის ჭამა. ეს ადრე თუ გვიან, ასე მოხდებოდა. მე პირადად ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ვუჭერ მხარს, რადგან, მისი გამარჯვებით საერთოდ დასამარდება ეს პარტია. ამაზე მეტი რა უნდა დაემართოთ მე არ ვიცი“, - აღნიშნა დავითულიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა