თეგებით ძიება

ჩვეულებრივი ხალხი შაბათ დღეს სახლშია, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ რუსეთმა მოკლას - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დავოსში ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

"რუსული აგრესიის განზრახვა არასოდეს ყოფილა შეჩერებულიყო უკრაინის საზღვრებთან, ის კიდევ უფრო შორს წავა და კრიზისს კიდევ უფრო გააფართოებს, თუ აგრესორი არ დამარცხდება", - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.

მან ასევე 14 იანვარს, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა.

"ჩვეულებრივი ხალხი შაბათ დღეს სახლში - ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ რუსეთმა მოკლას. რუსეთისთვის შეზღუდვები არ არსებობს. ახლა, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ჩვენს ქალაქ დნიპროში ხალხი კვლავ მუშაობს და ახარისხებს საცხოვრებელი უბნის ნამსხვრევებს, ნამსხვრევებს სახლისა, რომელიც განადგურდა გემსაწინააღმდეგო რაკეტით. ეს რაკეტა აშენდა ავიამზიდების განადგურებისთვის და გამოიყენებოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - თქვა ზელენსკამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა