ავარია რიკოთის გვირაბში - სამი ავტომობილი შეეჯახა (ვიდეო)
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.