თეგებით ძიება

ქაშუეთში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მოქალაქეები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ლეგენდარულ მსახიობს და მომღერალს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე, მეუღლისა და დედის გვერდით დაკრძალავენ. უკანასკნელ გზაზე სახალხო არტისტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გააცილებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა