თეგებით ძიება
17. 01. 2023 მსოფლიო

რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხოდ, რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აკრძალვა შეეხო ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან კიევს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.

გარდა ამისა, რუსეთში შესვლა აეკრძალა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც მოსკოვი „სისტემატურ საზოგადოებრივ ანტირუსულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს. კერძოდ, დაზუსტებულია, რომ სიაში შეყვანილია „ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატები“.

ამასთან, განცხადების ტექსტს არ ერთვის იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც ახლა რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც ძალაში 16 იანვარს შევიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა